LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

127
ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას, ბანკის აღმასრულებელ დირექტორს რეიჩელ ტომპსონს და სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ინგმინგ იანგს შეხვდა.

ბანკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარების მნიშვნელობას და ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზებისთვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარების მიმართულებით, რაც ეკონომიკურ ზრდაში აისახა .

შეხვედრაზე მხარეებმა, ბანკის წლიური შეხვედრის კონტექსტში, რეგიონული და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2-დან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g