ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ შეექმნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა. მინისტრმა ისაუბრა პანდემიის გავლენაზე ეკონომიკასა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2021 წელს გადაჭარბებით შესრულდება.
„ბიუჯეტს პრობლემა არ ექნება და მოლოდინი გვაქვს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებულ 4.3-პროცენტიან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე აუცილებლად გავალთ“, – დასძინა ლაშა ხუციშვილმა.