LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

145
ლაშა

ფინანსთა მინისტრი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია შიკოს შეხვდა.

ლაშა ხუციშვილმა უნგრელ დიპლომატს ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და 2024 წლის მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო პარამეტრები გააცნო.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ მიმართულებით უნგრეთის მხარდაჭერაზე და ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში, რომლითაც სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა, საქართველოს გავლით, ევროკავშირისას დაუკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g