LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა უჩავა: „როგორც მოზარდმა, ისე ხანდაზმულმა ადამიანებმა, მარხვის პერიოდში არ უნდა გამორიცხონ რძის პროდუქტები“

156
lashauchava2345

ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და მკითხველს უზიარებს რჩევებს, თუ როგორ უნდა იკვებონ მარხვის დროს, რათა ჯანმრთელობის პრობლემები არ შეიქმნან.

ლაშა უჩავა:

„აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმისა და მოძღვრის შეთანხმება, რომ ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ, ხშირ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ მარხვა არ არის მხოლოდ საკვები პროდუქტების შეზღუდვა და როდესაც ვსაუბრობთ სიამოვნებებზე უარის თქმაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ შეზღუდული უნდა იყოს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა ე.წ. სამარხვო შოკოლადი, სამარხვო ყველი, სამარხვო კარაქი და ასე შემდეგ. შესაძლოა, არასწორი კვება ზოგიერთი ისეთი დაავადების მიზეზი გახდეს, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს გონებრივ შესაძლებლობებზე და ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ცნობილია, რომ საკვები წარმოადგენს ორგანიზმის „საწვავს“ და ამიტომ დღეში რამდენჯერმე ვაწვდით ორგანიზმს, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ აქტიური, ძლიერი იმუნური სისტემა, რათა დავიცვათ ვირუსით ინფიცირებისგან და ვიყოთ ჯანმრთელნი…“, აღნიშნავს ექიმი და დასძენს, – „როგორც მოზარდმა, ისე ხანდაზმულმა ადამიანებმა, მარხვის პერიოდში არ უნდა გამორიცხონ რძის პროდუქტები, ვინაიდან ისინი მდიდარია კალციუმით და ცხოველური ცხიმებით, რაც უზრუნველყოფს მოზარდებში ძვლოვანი სისტემის „მშენებლობას“ და კუნთოვანი ქსოვილის შევსებას, ხოლო ხანდაზმულებში ძვლოვანი სტრუქტურის გამყარებას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g