ლატვიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თამბაქოს მოხმარების წესები კიდევ უფრო გაამკაცროს. მწეველები ამიერიდან საკუთარ ავტომობილშიც ვეღარ მოწევენ. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული სიგარეტი ჩვეულებრივ სიგარეტთანაა გათანაბრებული.
შეგახსენებთ, რომ ლატვიაში ცოტა ხნის წინ საავადმყოფოებში მოსაწევი ადგილები საერთოდ გააუქმეს.