LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა

97

ლატვიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა.

პარტია „თანხმობის“ ლიდერი რიგის მერი ნილ უშაკოვია. მათ ამომრჩეველთა ხმების 19% მიიღეს.

მეორე ადგილზე არიან პოპულისტები „ვის ეკუთვნის სახელმწიფო?“-დან 14,07%-იანი მხარდაჭერით, მესამეზე კი, „ახალი კონსერვატორების“ პარტია 13,6%-ით.

აღსანიშნავია, რომ პროევროპულმა პარტიამ „განვითარებისთვის“ ამომრჩეველთა ხმების 12%-ით მიიღო.

გამარჯვებული პარტიის ლიდერმა ნილ უშაკოვმა განაცხადა, რომ „ქმედითი და სტაბილური კოალიცია თანხმობის გარეშე ვერ შეიქმნება“.

პარტია „თანხმობა“ მხარს უჭერს ლატვიის ნატო-სა და ევროკავშირში წევრობას და ამავდროულად ხალხს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას სთავაზობს.

ლატვიის საპარლამენტო არჩევნები შაბათს გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g