LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაზერული და ქიმიური პილინგების გავლენა კანზე – სილამაზის აკადემია

435
ნატალია-სულიაშვილი

ლაზერული და ქიმიური პილინგების გავლენა კანზე – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა კოსმეტოლოგმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრმა ნატალია სულიაშვილმა ისაუბრა.

რამდენად უწევთ რეკომენდაციას ქიმიურ პილინგებს?

არსებობს სხვადასხვა სახის პილინგები, რომელიც განსაკუთრებით რეკომენდებულია კუპეროზის, აკნეს და პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ.

ასეთია იტალიური წარმოების უნივერსალური BioRePeel პილინგი – ინოვაციური პროცედურა კანის გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავებისთვის, ხდება კანის ღრმა სტიმულაცია და ბიოსინთეზის პროცესი, რაც ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს, რომელიც გამოწვეულია ულტრაიისფერი გამოსხივებისა და დაბინძურებული გარემოსგან. აქვს დამცავი ეფექტი, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციის პროცესს, ღრმად ატენიანებს კანს. პროცედურის ჩატარება შეიძლება წლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ასაკში.

რა არის ლაზერული აბლაცია და როგორ მოქმედებს ის კანზე?

ლაზერული აბლაცია ნიშნავს კანის ზედაპირული შრეების აორთქლებას ლაზერის მაღალი ენერგიის გამოყენებით. პროცედურის მიზანია, განახლდეს დაზიანებული ან დაბერებული კანი.

პროცედურის შემდეგ ხდება კანის განახლება-გაახალგაზრდავება. ის რეკომენდებულია აკნეს ნაწიბურების, პიგმენტური ლაქების, ჩუტყვავილას ნაწიბურების დროს, ალაგებს წვრილ ნაოჭებს…

პროცედურის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდია 4-5 დღე. აუცილებელია მზისგან მაქსიმალური დაცვა და სპფ-ის გამოყენება.