LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგა კოპაკაბანას სანაპიროზე გამართული პერფორმანსით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

166
photo-collage.png (9)

ლედი გაგა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მეცამეტედ შევიდა. ამჯერად, არტისტის ახალ მიღწევად, კოპაკაბანას სანაპიროზე გამართული პერფორმანსი იქცა.

როგორც წიგნშია აღნიშნული, ლედი გაგას უფასო კონცერტს რეკორდული რაოდენობის ადამიანი დაესწრო, ეს კი ისტორიაში ქალი არტისტის უფასო კონცერტზე ყველაზე მაღალი დასწრების მაჩვენებელია.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შოუს 2 500 000 მაყურებელი ჰყავდა.

ლედი გაგას უფასო კონცერტზე ტერაქტი იგეგმებოდა – ბრაზილიის პოლიცია საგანგებო განცახდებას ავრცელებს

შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, ლედი გაგა ბრაზილიაში წარდგა. კონცერტი, რომელზეც დასწრება თავისუფალი იყო რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე შედგა. უფასო კონცერტი სახელწოდებით – Mayhem on the Beach, რომელიც მომღერლის მომავალი ტურნეს – The Mayhem Ball პრომოუშენისა და ინიციატივის – Todo Mundo no Rio ფარგლებში გაიმართა, ისტორიულ და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოვლენად იქცა. კონცერტი არა მხოლოდ მუსიკალური მიღწევებით, არამედ სოციალური და ეკონომიკური გავლენითაც გამორჩეული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები