ლედი გაგამ საკუთარ ვებგვერდზე – ladygaga.com ტაიმერი ჩართო. უკუთვლა 27 იანვარს დასრულდება, ფანები კი სპეკულირებენ, რომ 7 დღეში არტისტი ახალი დისკის დეტალებს გაამხელს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე შემსრულებელს მეშვიდე სტუდიურ ალბომზე ვრცლად არ უსაუბრია. აქამდე მან ფირფიტის მხოლოდ ლიდ სინგლი – Disease წარადგინა და თქვა, რომ მისი მომავალი მუსიკალური პროექტის რელიზი თებერვალში შედგებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კრებულში მისი და ბრუნო მარსის ერთობლივი სიმღერაც – Die with a Smile შევა, რომელიც გასული წლის აგვისტოში გამოვიდა და წინ კრებულის მთავარ ჩანაწერს უძღოდა.
იმ ფონზე, როცა ცოტა ხნის წინ გაგა კლიპის გადასაღებ მოედანზე როუზთან ერთად დააფიქსირეს, გამორიცხული არ არის ორშაბათს ის ლონგფლეის მორიგი სინგლისა და მისი თანხმლები ვიდეოს პრემიერასაც გეგმავდეს.
ლედი გაგას ახალი სიმღერის კლიპში მონაწილეობას როუზი იღებს
შეგახსენებთ, რომ ლედი გაგამ მუსიკალურ ასპარეზზე დაბრუნების შესახებ შარშან, საკონცერტო ფილმიდან – Gaga Chromatica Ball გვაუწყა.
ვიდეო: ,,გაგა ბრუნდება” – ლედი გაგამ ახალი დისკი დააანონსა
ვიდეო: ლედი გაგამ ფანებს მომავალი დისკის ორი სიმღერის ნაწყვეტი მოასმენინა
ფანები ფიქრობენ, რომ ლედი გაგას ახალ ალბომში ბიონსესთან დუეტის – Telephone სიქუელი შევა