LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეგენდა 2024“ – კონკურსი 16-წლიანი გამოცდილებით ფინალისტებს ფულადი პრემიებით დააჯილდოვებს

321
ლეგენდა-2024

„ლეგენდა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებული ლიტერატურული კონკურსია, რომელიც 2009 წელს შეიქმნა („შემოდგომის ლეგენდა“) და მას შემდეგ ყოველ წელს ტარდება. კონკურსში მონაწილეობის საშუალება საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს ჰქონდათ.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა:

I ეტაპი – შიდა შესარჩევი ტური
მონაწილეობის მსურველებმა სწავლის დაწყების დღიდან 3 კვირის განმავლობაში – 14 ოქტომბრამდე, შეავსეს კონკურსის აპლიკაცია და გამოაგზავნეს საკუთარი ნებისმიერი პროზაული ნაშრომი (მოთხრობა ან ნოველა, ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან), არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია;

II ეტაპი – იმპროვიზაციული ტური
შესარჩევ ტურში შიდა ჟიურიმ გამოავლინა 10 ფინალისტი, რომლებიც იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდნენ.

ფინალურ ტურს უმასპინძლა  პირველმა ევროპულმა შატომ საქართველოში – „შატო მუხრანმა“ – 9 და 10 ნოემბერს.

ათმა ფინალისტმა ჟიურის მიერ შერჩეულ 2 თემაზე („გთხოვთ, გაიაროთ ვერიფიკაცია“, „არავის უნდა დაიჯეროს, რომ ბაღი კვდება“) შექმნა ნაწარმოებები.

მთავარ კონკურსზე შექმნილ ნაშრომებს  ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს.

ჟიურის წევრები იყვნენ ცნობილი მწერლები, ასევე, კონკურსის წინა წლების გამარჯვებული სტუდენტი.


წელს გაიზარდა კონკურსის საპრიზო ფონდი. ფულად ჯილდოს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი – 1500 ლარი და კონკურსის სიმბოლო
II ადგილი – 1000 ლარი
III ადგილი – 700 ლარი

ლეგენდას არსებობის 15 წლის განმავლობაში არაერთი თანამედროვე ქართველი მწერალი ჰყავს აღმოჩენილი. „ლეგენდის“ ყველა გამარჯვებული უკვე დამოუკიდებელი მწერალია და გამოქვეყნებული აქვთ საავტორო წიგნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g