LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული Black Sabbath-ის გიტარისტი, ტონი ლიმმი გიტარას აუქციონზე ყიდის

175
tony-iommi-guitar

ლეგენდარული Black Sabbath-ის გიტარისტი, ბრიტანელი მუსიკოსი, ტონი ლომმი,  აუქციონს აწყობს და საკუთარი გიტარის გაყიდვას აპირებს. შემოსულ თანხას კი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადარიცხავს.

იდეა 72 წლის ლეგენდარულ არტისტს თვითიზოლაციაში ყოფნისას, საკუთარი სტუდიის დალაგების დროს მოუვიდა.

თავად გიტარისტი მემარცხენეა და შესაბამისად, გიტარაც მემარცხენე ვირტუოზებისთვისაა შექმნილი, ნივთის მომავალი მფლობელი როკ-ლეგენდის ავტოგრაფიან ინსტრუმენტს მიიღებს.

„საშინელებაა რაც ახლა მსოფლიოში ხდება, თუმცა ამ ყველაფერმა ადამიანები უფრო დაგვაახლოვა” –  განაცხადა გიტარისტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები