LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეგენდებს არასდროს ეშლებათ სათქმელი.. არ ერიდება, პირში უთხრას რუს ტურისტს, რომ ოკუპანტია“ – ცნობილი გიდის ვიდეო ინტერნეტ სივრცეს იპყრობს

1020
BeFunky-collage (2)

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი საზოგადოებას უზიარებს ყველასთვის ცნობილი გიდის ციცინო ზივზივაძის ვიდეოს, რომელშიც გიდი ტურისტებს ეუბნება, რომ რუსეთი ოკუპანტია.

„ამ საოცარ ქალბატონს ხომ იცნობთ? ნახეთ ვიდეო და დაფიქრდით … მისი საარსებო წყარო ტურისტები არიან? კი!

ტურისტების უმრავლესობა რუსია? კი!

თუ რუსს ოკუპანტს დაუძახებს შეიძლება აღარ ისარგებლონ მისი მომსახურებით? კი!

შეიძლება ნაკლები გადაუხადონ? კი!

არსებობს თემები, სადაც მორალური კომპრომისი ვერ/არ ხერხდება! ლეგენდებს არასდროს ეშლებათ სათქმელი“, – წერს გიგა მაქარაშვილი.

პოსტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

„ვგიჟდები ამ ქალზე. სულ სამი ადამიანისთვის მითხოვია, ფოტო ერთად გადავიღოთ-თქო, – პულიცერის პრემიის ორი ლაურეატისთვის (მაკესკილი და აპელბაუმი) და ამ საოცარი ქალისთვის. Ჩემთვის iconic ფიგურაა თანამედროვე საქართველოში. ???

ყოველთვის მქონდა განცდა, რომ საქართველოზე უგონოდ შეყვარებულია, – უანგაროდ და გულწრფელად. ამ ვიდეოშიც ჩანს, ტურისტების წინ როგორ თამამად ყვება მისი სამშობლოს დაქუცმაცების ტრაგედიას. არ ერიდება, პირში უთხრას რუს ტურისტს, რომ ოკუპანტია. ??

რა დრო დაგვიდგა, რომ ეს ანბანური ჭეშმარიტება უკვე გამბედაობად ითვლება“, – წერს ჟურნალისტი ხატია თუთბერიძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g