LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lego-ს დეტალებისგან Porsche 911-ის სრულ ზომიანი ასლი ააწყვეს

134

კომპანია Porsche-მ Lego-ს დეტალებისგან სპორტქარ 911 Turbo 3.0-ის სრული ასლი ააწყო. ეს არის მარკის პირველი ტურბირებული საქალაქო ავტომობილი, რომელიც 1970-იან წლებში გამოდიოდა. მაკეტი მწარმოებლის მუზეუმში, შტუტგარტშია წარმოდგენილი.

ნამდვილი Porsche 911 Turbo 3.0-ის ძრავი 260 ცხენის ძალას ავითარებს. 1975-77 წლებში კომპანიამ მხოლოდ 2819 ასეთი ავტომობილი გამოუშვა, რომლის შემდეგაც სპორტქარი 3,3 ლიტრიანი ძრავით გამოვიდა.

თანამედროვე Porsche 911 – Turbo და Turbo S დაკომპლექტებულია ძრავებით, რომელთა სიმძლავრეც 540 და 607 ცხენის ძალაა. ას კილომეტრს სუპერქარები 3,0 და 2,9 წამში აღწევენ.

Lego-ს დიდი კუბიკები კომპანიამ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები