LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიდი გაგა „კლანჭებით“ საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის პრეზენტაციაზე (ფოტო)

362
lady-gaga-newsw343435

ლეიდი გაგამ ლოს-ანჯელესში საკუთარი  კოსმეტიკური ბრენდი, Haus Labs წარადგინა, რომლის პრეზენტაციაზე საგანგებოდ ჩაცმული მივიდა. ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური და ორიგინალური ჩაცმულობის მოყვარული მომღერალი ამჯერად სრულად ასახავდა საკუთარ იმიჯს მთელი თავისი  ბრწყინვალებით.

გაგა წითელი ფერის ანსამბლში იყო გამოწყობილი. მას წითელი მბზინავი კაბა ეცვა და ამავე ფაქტურის ბაბთა ეკეთა. რაც ეხება პლათფორმებს, ცხადია საყვარელ ფეხსაცმელზე მომღერალმა არც ამჯერად თქვა უარი.

 

ყველაზე ორიგინალური კი მომღერლის მაკიაჟი და აქსესუარების კრებული იყო. ყველაზე დიდი ყურადღება გაგას ფრჩხილებმა მიიქცია, მისი უზარმაზარი „კლანჭები“ ძვირფასი თვლებით იყო გაფორმებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g