„გრემის“ ცერემონიალის დასრულების შემდეგ მედიაში აქტიურად დაიწყეს საუბარი ლეიდი გაგასა და მისი რჩეულის, კრიატიან კარინოს დაშორებაზე. ამის მიზეზი კი გაგას ცერემონიალზე მარტო გამოჩენა გახდა, ასევე მომღერალს აღარ ეკეთა ნიშნობის ბეჭედი და საქმრო არც მაშინ მოიხსენია, როდესაც პრიზის ასაღებად სცენაზე ავიდა.
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 32 წლის გაგა და 49 წლის კარინო დაშორდნენ. ამის მიზეზი კი წყვილის განსხვავებული ხასიათი გახდა.
წყვილმა ურთიერთობა 2017 წელს დაწყო, კარინო ლეიდი გაგას აგენტი გახლდათ. უცნობია, გააგრძელებენ თუ არა ისინი თანამშრომლობას მომავალში. კიდევ უფრო საინტერესო კი ბრედლი კუპერისა და ლეიდი გაგას არშემდგარი რომანია. გულშემატკივრები არ კარგავენ იმედს, რომ ყველაზე ემოციურ ეკრანულ წყვილს მალე ერთად ვიხილავთ.