23 წლის ლუკა ალიბეგაშვილს მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა. მას სასწრაფოდ სჭირდება ძვლის ტვინის გადანერგვა.
ლუკას დიაგნოზი მოულოდნელად, 2 თვის წინ დაუდგინეს. პაციენტი მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გადის, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. როგორც მისი ოჯახის წევრები “ფორტუნასთან” ყვებიან, გარკვეული თანხით ოჯახს სახელმწიფოც დაეხმარა, თუმცა, კლინიკაში მკურნალობა დღეში 1000 დოლარი ჯდება, ძვლის ტვინის გადანერგვა კი – 75 000 დოლარი.
“დიაგნოზის დასმისთანავე წავიყვანეთ თურქეთში. ახლახანს მეორე ქიმიის კურსი დაიწყეს. ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურად მძიმეა, პაციენტი ვერ დადის. რადგან კლინიკაში მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, აღარ იყო საშუალება და ბოლო ორი კვირაა, სახლი დაიქირავეს, ბავშვი იქ გვყავს გადაყვანილი და ახლა სახლიდან დაჰყავთ კლინიკაში. თუმცა, რამდენიმე დღე მაინც უწევს ხოლმე კლინიკაში დარჩენა, რაც რა თქმა უნდა, ისევ თანხებთან არის დაკავშირებული, მერე ისევ სახლში ბრუნდება. ღმერთის წყალობით ხალხი გვეხმარება, საქველმოქმედო კონცერტი კეთდება ივენთ ჰოლში,” – ამბობს “ფორტუნასთან” ლუკას ბიძაშვილი გიორგი ნასყიდაშვილი.
27 ნოემბერს 20:00 საათზე თბილისის “ივენთ ჰოლში” ლუკასთვის ერთიანდებიან სტეფანე, ლელა წურწუმია და ბენდი “ნონსტოპი”, დათო ევგენიძე, ნატო გელაშვილი, ჯგუფი Sparkle, ქუჩის ბიჭები,ნინი ქარსელაძე, ნინი ბადურაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, ჯგუფი “ფორტე”. ღონისძიების წამყვანი დუტა სხირტლაძე იქნება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროებში ან ონლაინ tkt.ge -ზე. კონცერტის ბილეთის ფასი 25 ლარია.
მსურველებს შეუძლიათ თანხის ანგარიშზე ჩარიცხვაც.
#ლეიკემიაგანაჩენიარარის #მოდიივენთჰოლში #ლუკასთვის