ლოს-ანჯელეს ”ლეიკერსის” რიგებში გუნდის ახალწვეული სუპერვარსკვლავის ლებრონ ჯეიმსის დებიუტი შედგა.
NBA-ის 4-გზის ყველაზე ძვირფასი მოთამაშე პარკეტზე სან დიეგოში, ”დენვერის” წინააღმდეგ გამართულ წინასასეზონო მატჩში გამოვიდა და 15 წუთში 9 ქულა,3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შეხვედრა ”ნაგეთსის” გამარჯვებით 107-124 დასრულდა.
შეგახსენებთ,რომ ჯეიმსი ”ლეიკერსს” გასულ ზაფხულს შეუერთდა.