ქართველი ჰალკი ლევან საგინაშვილი და ლაშა რამაზაშვილი გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ რუბრიკაში „დილის კარაოკე“ მონაწილეობდნენ, სადაც ლევან საგინაშვილმა Netflix-ის ფილმის გადაღებებზე პირველად ისაუბრა.
„გადაღებები ძალიან საინტერესო იყო, შოკში ვიყავი, სანამ მივეჩვეოდი, სხვათა შორის რეჟისორი, ოპერატორები, ვინც იყვნენ ყველანი მიცნობდნენ და ძალიან გამიკვირდა.
პირველი ნაწილი ნანახი მაქვს და ძალიან მომეწონა, რას წარმოვიდგენდი რომ მეორე ნაწილში მე ვიქნებოდი“