LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო“ პარლამენტში რჩება და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს: ბადრი ჯაფარიძე

46
ბადრი-ჯაფარიძე

ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ „ლელო“ პარლამენტში რჩება და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

„ჩვენ ვრჩებით შარლ მიშელის შეთანხმების ერთგული და პარლამენტში გავაგრძლებთ ბრძოლას იმისთვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ყველა ვალდებულება იქნას შესრულებული. ასევე, ვიწყებთ მუშაობას ინტენსიურ მომზადებას ადგილობრივი არჩევნებისათვის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს.

ასევე, პარლამენტს ტოვებს და ბოიკოტის რეჟიმში გადადის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g