LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელო-საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის წევრები საკრუიზო გემ Astoria Grande-ს აქციით დახვდებიან

139
lelo

“ლელო-საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ხვალ, დილის 06:00 საათზე, სოჭირდან მომავალ, საკრუიზო გემს, Astoria Grande-ს აქციით დახვდებიან.

“ხვალ, დილის 6:00 საათზე ბათუმის პორტში ისევ შემოდის საკრუიზო გემი “ასტორია გრანდე”. ამ გემის მგზავრების განწყობაზე იზრუნებენ პუტინის პროპაგანდისტები და უკრაინის ომის მხარდამჭერი არტისტები, გარდა ამისა ვნახეთ, რომ გემის მგზავრები არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ.

ბათუმს და სრულიად საქართველოს მოვუწოდებ, რომ დილიდანვე საკადრისი პასუხი გავცეთ ოკუპანტებს, შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება და თავმოყვარეობა.

გელოდებით ბათუმის ნავსადგურში, ხვალ, დილის 6: საათზე”, – აცხადებენ პარტიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები