“ლელოს” ლიდერები, პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი და საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრებიან, სადაც გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, ევროპული კომისიის წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან.
ბრიუსელში შეხვედრები 7-10 თებერვალს შედგება.
“ლელოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 02:30 საათზე გაფრინდებიან.