LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელოსთვის“ პიკეტირება კანონთან შესაბამისობაში არ არის – გრიგოლ გეგელია

76
ლელოო

ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა ისეთ ძალისხმევაში, რომელიც საქართველოს კანონის შესაბამისია, – ასე ეხმაურება “ლელოს” წევრი, გრიგოლ გეგელია ოპოზიციის მიერ გაცხადებულ სამოქმედო გეგმას, რომელიც 2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირებას გულისხმობს.

გეგელიას განცხადებით, პიკეტირება კანონთან შესაბამისობაში არ არის.

„ზოგიერთი კოლეგა შეიძლება თვლიდეს, რომ პიკეტირება არის საუკეთესო გამოსავალი. ჩვენ ვთვლით, რომ კანონის ფარგლებში, მაგრამ ძალიან ხმამაღლა და ძალიან მყარად უნდა ვაწარმოოთ ჩვენი პროტესტი. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა ისეთ ძალისხმევაში, რომელიც საქართველოს კანონის შესაბამისია. პიკეტირება კანონთან შესაბამისობაში არ არის“.- განაცხადა გეგელიამ.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, გრიგოლ გეგელიას თქმით, მოლაპარაკებების პერსპექტივა არსებობს.

„ჩვენ, „ლელო“, ყოველთვის ვიყავით მოწადინებული, რომ შემდგარიყო მოლაპარაკებები და ეს კრიზისი გადაჭრილიყო დეესკალაციის და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით. სამწუხაროდ, აქამდე ვერ ვნახეთ „ქართული ოცნების“ადეკვატური ძალისხმევა. ვერცერთ ჯერზე ვერ დავინახეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ მართლა სურდა ეს კრიზისი გადაჭრილიყო მოლაპარაკების გზით. ჩვენ გვინდა ვირწმუნოთ, რომ დასავლელი პარტნიორების შეგონება მაინც იმოქმედებს და ისინი დაინახავენ რომ ამ გზით ქვეყანას გადაჩეხავენ შეუქცევად ჩიხში“. – განაცხადა გეგელიამ.

2 მარტს პარლამენტის, 5 მარტს კი კანცელარიის შენობის პიკეტირებას ვგეგმავთ – ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ცნობილია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g