2024-2025 წლებში, მეთორმეტე სტუდიური ალბომის – Blue Electric Light მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს გრანდიოზულად ჩატარების შემდეგ, ლენი კრავიცი სცენას კვლავ უბრუნდება.
არტისტმა 2026 წლის ტურნე დააანონსა, რომლის კონცერტებით, ძირითადად ევროპის მასშტაბით წარდგება.
გასტროლები სტარტს 8 მარტიდან აიღებს და 15 აგვისტომდე გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, კრავიცს ტურნეს დასკვნით პერფორმანსზე, რომელიც ლონდონში შედგება, ლიონ თომასი, ჯოს სტოუნი, ბრუკ კომბი და დე’უინი ,,დაასაფორთებენ”.
შეგახსენებთ, რომ თითქმის შვიდ წლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ, ლენი კრავიცმა ახალი დისკი, 2024 წლის 24 მაისს გამოუშვა, მასშტაბური კონცერტებით კი მსმენელის წინაშე, 2020 წლის შემდეგ წარდგა.