LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lenovo გეიმერებს Legion-ის ხაზის ლეპტოპებზე დამატებით საჩუქარს უმზადებს

960
lenovo (2)

გეიმინგ ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს ტექნოლოგიური გიგანტები წლიდან წლამდე აუმჯობესებენ გეიმერთა სამომხმარებლო გამოცდილებას და მათ ახალ-ახალ, უფრო მძლავრ და ტექნიკური სიახლეებით დატვირთულ პროდუქციას სთავაზობენ. გეიმერთა რაოდენობა საქართველოშიც სწრაფი ტემპით იზრდება, რასაც სპეციალურად მათთვის შექმნილ ლეპტოპებსა თუ სმარტფონებზე მზარდი მოთხოვნაც ცხადყოფს.

ამჯერად კი, კომპიუტერული თამაშებითა და რთული გრაფიკული ამოცანების გადაწყვეტით გატაცებულ მომხმარებლებს წარმოგიდგენთ Lenovo-ს დახვეწილი და მძლავრი ნოუთბუქების ხაზის – Legion-ის მოდელებს – Legion 5 და Legion 5 Pro, რომლებიც სწორედ გეიმერების სურვილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით არის შექმნილი.

Lenovo Legion 5 Pro

პროცესორი და ვიდეო დაფა

Legion 5 Pro აღჭურვილია AMD Ryzen™-ის უახლესი პროცესორითა და NVIDIA® GeForce RTX™ უძლიერესი ვიდეობარათით, ყველაფერი რაც საჭიროა თამაშის დროს მაქსიმალური ვიზუალური რეალიზმის შესაქმნელად.

ეკრანი

Legion 5 Pro მსოფლიოში პირველი 16 დიუმიანი QHD გეიმინგ ლეპტოპია 165 ჰც-მდე განახლების სიხშირით, NVIDIA® G-Sync™ და AMD Freesync™ ტექნოლოგიების მხარდაჭერით. Legion 5 Pro ლეპტოპის ეკრანს 34%-ით მეტი პიქსელის სიმკვრივე აქვს სტანდარტულ ვარიანტებთან შედარებით, გამოირჩევა ფერთა გადაცემის სიზუსტით, აქვს მაქსიმალური სიკაშკაშე 500 nit-ზე მეტი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს იმუშაოს ან ითამაშოს მზიან ამინდშიც კი.

მინიმალისტური დიზაინი

ამ მოდელის დახვეწილი და მინიმალისტური დიზაინი მიანიშნებს იმაზე, რომ Legion 5 Pro შექმნილია არა მარტო გეიმერებისთვის, არამედ იდეალურია მულტიმედია კონტენტის შემქმნელებისთვისაც. ერგონომიული და მოსახერხებელი კორპუსი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს გამოიყენოს მოწყობილობა როგორც ოფისში, ისე – საქმიან შეხვედრებზე.

გაგრილების სისტემა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეიმერთათვის თამაშის დროს ნოუთბუქის გადახურების პრობლემა გახლავთ, რომელსაც Legion 5 Pro-ს გაგრილების სისტემა – Legion Coldfront 3.0 შესანიშნავად ართმევს თავს. სისტემა უზრუნველყოფს პროცესორისა და ვიდეო დაფის მაქსიმალურ სიხშირეებს. სისტემა მოიცავს ჭკვიან ჰაერის მიღების ბლოკს (როგორც ქვემოდან, ისე კლავიატურიდან), ორ ვენტილატორს თხევადკრისტალური პოლიმერული პირებით და ჰაერის გამოყოფის ოთხ არხიან სისტემას გაფართოებული სითბური მილებით. ნოუთბუქი აღჭურვილია რადიატორით და ახალი ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე რეჟიმი, Q Control 4.0 სისტემა საშუალებას გაძლევთ თავად დაარეგულიროთ ვენტილატორის სიჩქარე და დენის ძაბვა და მიიღოთ ყველაზე ოპტიმალური წარმადობა ან გაზარდოთ ბატარეის ხანგრძლივობა. მოწყობილობას მოჰყვება 300 ვატიანი კვების ბლოკი, რაც საკმაოდ სწრაფად მუხტავს ელემენტს, რომლის ავტონომიური მუშაობის დრო 9-დან 14 საათამდე მერყეობს.

კლავიატურა

ინოვაციური კლავიატურა Legion TruStrike გასაოცარი ოთხზონიანი RGB განათებით, აუდიო სისტემა Nahimic რეალისტური მოცულობითი ჟღერადობით, BT Link-ის ინოვაციური გადაწყვეტა, რომელსაც შეუძლია რამდენიმე Bluetooth დინამიკის ერთდროულად დაკავშირება ერთ აუდიო სისტემაში – კიდევ უფრო მეტ რეალისტურ შეგრძნებებს და განუმეორებელ გეიმინგ გამოცდილებებს ანიჭებს გეიმერებსა და გრაფიკულ დიზაინერებს.

Lenovo Legion 5i

Legion 5 – შედარებით ბიუჯეტური მოდელი, რომელმაც არაერთ ტესტში საუკეთესო შედეგები აჩვენა იმავე კლასის კონკურენტებს შორის და Intel Core i7-ზე მომუშავე ყველაზე სწრაფ ლეპტოპად მიიჩნევა.

Lenovo Legion 5i აღჭურვილია Intel-ის მე-12 თაობის პროცესორით და NVIDIA GeForce RTX 3070-ის ვიდეობარათით.

Legion 5i-ის გამორჩეულ უპირატესობად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ მისი წარმადობა, რომელიც ტექნიკური შემადგენლობის საუკეთესო ოპტიმიზაციის გზით მიიღწევა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ტექნიკური გაუმჯობესება აისახა ლეპტოპის გაბარიტებზეც, რაც წინა თაობისგან განსხვავებით უმნიშვნელოდ გაზრდილია.

Legion 5i-ის 15.6 დიუმიანი FHD დისპლეი 165 ჰც-მდე განახლების სიხშირით, იდეალურად ართმევს თავს როგორც მძიმე ვიდეოთამაშებს, ისე სხვადასხვა გრაფიკულ ამოცანას, კონტენტის დამუშავებას და ა.შ.

აღნიშნული მოდელი, ისევე როგორც Legion-ის ხაზის ყველა ლეპტოპი, საუკეთესო გაგრილების სისტემით – Legion Coldfront 3.0 არის აღჭურვილი. გარდა ამისა, 300 ვატიანი სწრაფი დამუხტვის ადაპტერი გეიმერებს დამატებით კომფორტს სთავაზობს და Legion 5i-ის 4-დან 6 საათამდე ავტონომიურობას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ Legion 5-ს და Legion 5 Pro-ს შეძენისას, ქართველი მომხმარებელი Lenovo-სგან საჩუქრად მიიღებს შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის გარანტიას – ADP (Accidental Damage Protection), რომელიც ნოუთბუქის მფლობელს გაუთვალისწინებელი შემთხვევების შედეგად, ფიზიკური დაზიანებით გამოწვეული ზედმეტი უსიამოვნებისგან და რაც მთავარია, ზედმეტი დანახარჯებისგან დაიცავს.

რას გულისხმობს შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის გარანტია?

გაუთვალისწინებელი, შემთხვევითი დაზიანებების შემთხვევაში, როგორებიცაა: მოწყობილობის ვარდნა (არა უმეტეს 5მ სიმაღლიდან), ძაბვის ვარდნით გამოწვეული დაზიანება, LCD ეკრანის გაბზარვა და კლავიატურაზე წყლის, ყავის ან სხვა რაიმე სითხის დასხმა (რასაც სტანდარტული საგარანტიო მომსახურება, როგორც წესი, არ ფარავს), მომხმარებელი Lenovo-ს ავტორიზებულ სერვის ცენტრებში უფასო მომსახურებას მიიღებს. სერვისი მაღალპროფესიონალი ტექნიკოსების მიერ სერტიფიცირებული ნაწილების გამოყენებით ხორციელდება, ხოლო ტექნიკოსებს არ გამორჩებათ მხედველობიდან ის ფარული დაზიანებაც, რომელიც სხვაგვარად შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო. იმ შემთხვევაში კი, თუ მოწყობილობა შეკეთებას არ ექვემდებარება, მომხმარებელს ახალი ნივთი გადაეცემა.

აღნიშნული შეთავაზება მომხმარებელს თავიდან აცილებს საკმაოდ ძვირადღირებულ შეკეთების სერვისს ან სულაც ახალი მოწყობილობის შეძენას და გაუთვალისწინებელი დანახარჯების 28%-დან 80%-მდე დაზოგვის საშუალებას აძლევს.

Legion 5 Pro და Legion 5i ექვსი სხვადასხვა კონფიგურაციით და შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის გარანტიით (ADP) წარმოდგენილია Lenovo-ს ავტორიზებული პარტნიორის – “ზუმერის” მაღაზიებში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g