LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

119
223689057-2226449800831008-2922272429109236284-n

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, საავტომობილო გზა სრულად აღდგა გარესამყაროს მოწყვეტილ რამდენიმე სოფელთან. სოფლების – ტვიბისა და მუცდის მიმართულებით კი გადაადგილება ამ დროისთვის მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. სოფელ ტვიბში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ამ ეტაპზე ელექტროენერგია მხოლოდ სოფელ ბავარს არ მიეწოდება.

ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და გზა რამდენიმე საათში ავტომობილებისთვისაც გაიხსნება. მისივე ინფორმაციით, გზის მოწყობის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g