ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში კოსტა სანიკიძის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ და ბრალდებული პასუხისგებაში მიეცეს.
მისი განცხადებით, კოსტა სანიკიძე უძლიერესი, ძალიან თბილი და ერთგული ადამიანია, რომელიც ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს.
„სამართალმა უნდა იზეიმოს. ბიჭმა სიკვდილს ჩახედა თვალებში და მოვითხოვ, როგორც საჭიროა ისე მოიქცეს პოლიცია, გამოძიება სასჯელაღსრულების სისტემა და ა.შ. ეს ადამიანი ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს და ვინც არ იცნობს იცოდეთ, რომ კაცი არის უძლიერესი, ძალიან თბილი და ერთგული. მიყვარს ე ეს ადამიანი“, – წერს ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, კოსტა სანიკიძე 19 ნოემბერს გამთენიისას, საკუთარ სახლში დაჭრეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა.
კოსტა სანიკიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
„პასუხი უნდა აგოს იმ სადისტმა, ვინც კოსტას დაუშავა“ – ლენუკა ყიფშიძე კოსტა სანიკიძის დაჭრაზე
„გონზე მოვიდა, ძლიერი ხარ, ძლიერი“ – კოსტა სანიკიძის მეგობარი