როგორც ჩანს, ოსკაროსანი მსახიობი ყურებამდე არის შეყვარებული – ლეონარდო დიკაპრიოსა და ნინა აგდალის ურთიერთობა სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს. რამდენიმე დღის წინ წყვილი პაპარაცებმა ნიუ-იორკში გადაიღეს.
შეყვარებულებმა საერთო მეგობართან ერთად რესტორანში ივახშმეს, იქიდან გამოსვლისას კი პაპარაცების ობიექტივში მოხვდნენ. ლეონარდოსა და ნინას არ უცდიათ, ერთმანეთს მოშორებოდნენ და ფოტორეპორტიორების თვალწინ საკუთარი გრძნობების გამჟღავნებას არ მოერიდნენ.
41 წლის დიკაპრიოსა და 24 წლის აგდალის რომანზე ივნისში გავრცელდა ინფორმაცია. მას შემდეგ წყვილს მუდმივად ერთად აფიქსირებენ.