LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეო გვინეტს მთელი ცხოვრებაა ქრაშავს… აი, ამას ჰქვია ფლირტი“ – მედიაში ლეონარდო დიკაპრიოსა და გვინეტ პელტროუს ფოტოები ვირუსულად ვრცელდება

787
Untitled design (3)

გუშინ, „ოსკარების“ დაჯილდოების რიგით 98-ე ცერემონიალი გაიმართა. მედიაში დაჯილდოებიდან ახალ ახალი ფოტოები ვრცელდება. ამჯერად ყურადღების ცენტრში ლეონარდო დიკაპრიო და გვინეტ პელტროუა.

ფოტოგრაფებმა ისინი ფლირტის ელემენტებით დატვირთული საუბრის დროს დააფიქსირეს, მაშინ, როცა ლეოს პარტნიორი, იტალიელი სუპერმოდელი, ვიტორია ჩერეტი სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით იჯდა და ოსკაროსან საქმროს ელოდა.

„ოსკარი 2026“ – ცერემონიის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი

ლეონარდო დიკაპრიომ რჩეული, ვიტორია ჩერეტი ჰოლივუდის ყველაზე დიდ საღამოზე პირველად მიიყვანა

მსახიობებს შორის ქიმიამ მალევე მიიპყრო დამსწრეთა ყურადღება. ერთ მომენტში დიკაპრიომ პელტროუს ხელიც კი მოჰკიდა. პელტროუმ, რომელიც პროდიუსერ ბრედ ფალჩუკზეა დაქორწინებული, დელიკატურად სცადა დისტანციის შენარჩუნება, თუმცა დიკაპრიო საუბრის გაგრძელებას მაინც ცდილობდა.

„ლეო გვინეტს მთელი ცხოვრებაა ქრაშავდა“, „ლეოს სახეს შეხედეთ“, „აი ამას ჰქვია ფლირტი“, – არ წყდება კომენტარები.

აღსანიშნავია, რომ გვინეტს წარსულში არაერთხელ განუცხადებია, რომ არასდროს ყოფილა რომანტიკულ ურთიერთობაში დიკაპრიოსთან და ათწლეულების წინაც კი უარი უთხრა, როდესაც მსახიობმა მის მიმართ ინტერესი გამოხატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები