LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეო მესი უფრო მეტ ჯარიმას იტანს, ვიდრე რომელიმე გუნდი TOP 5 ლიგიდან

190
74329309-407478126587156-3255824985507233792-n

“ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ფეხბურთელებს კი არა, უკვე კლუბებსაც ჯობნის. ცნობილმა ესპანელმა სპორტულმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა, ალექსის მარტინ ტამაიომ საკუთარ ტვიტერის გვერდზე ლიონელ მესის და ტოპ 5 ევროპული საფეხბურთო ლიგის (ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი) კლუბების მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში გატანილი ჯარიმების სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ლიონელ მესიმ უკანასკნელ 5 სეზონში 20 საჯარიმო დარტყმის რეალიზაცია შეძლო მაშინ, როდესაც ამავე დროის განმავლობაში კლუბებს შორის ამ ნიშნულით ყველაზე წარმატებულმა, ტურინის “იუვენტუსმა” 15 გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმებიდან.
“იუვენტუსის” შემდეგ საჯარიმო დარტყმების რეალიზებას ყველაზე უკეთ ” რომა”, “ლიონი” და “პსჟ” ახერხებდნენ. სამივე მათგანის ფეხბურთელებმა 13-13 ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულეს. კლუბების ხუთეული “ბოლონიამ” დაასრულა ბოლო 5 სეზონში შესრულებული 12 საჯარიმო დარტყმით .

ლიონელ მესიმ მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა “ბარსელონას” მაისურით, სადაც 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g