ლეონარდ კოენი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დადასტურდა.
თავისი კარიერა კოენმა 1967 წელს დაიწყო, როდესაც ავსტრალიიდან ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. მის ანგარიშზე 14 ალბომია, რომელთაგან უკანასკნელი „You Want It Darker“ 21 ოქტომბერს გამოვიდა.
კოენის ბევრი სიმღერა შთაგონების წყარო გამხდარა სხვადასხვა მუსიკოსებისთვის. მაგალითად მარტო „Hallelujah“-ზე 200 მეტი ქავერი შეიქმნა. კოენი ორი „გრემისა“და „კანადის ორდენის ოფიცერისა“ და „კანადის ორდენის კომპანიონის“ წოდების მფლობელი იყო.