ლეონარდო დიკაპრიოსა და კელი რორბაჰს რომანტიკული არდადეგები აქვთ. წყვილი სარდინიაში ისვენებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლეომ საქველმოქმედო საღამო გამართა, რომლიდანაც შემოსული თანხა მთლიანად გადაშენების პირას მყოფი ცხოვლების ფონდში გადარიცხა. როგორც ჩანს, დატვირთული გრაფიკის შემდეგ მსახიობმა 25 წლის მეგობარ გოგონასთან ერთად დასასვენებლადაც მოიცალა. პაპარაცებმა წყვილი სარდინიის სანაპიროებსა და დიკაპრიოს იახტაზე დააფიქსირეს.


