ელტონ ჯონის, ელვის პრესლის, უიტნი ჰიუსტონის, ბობ მარლის, ემი უაინჰაუსისა და სხვათა შესახებ გადაღებული ბიოპიკების შემდეგ, შესაძლოა სულ მალე ფრენკ სინატრაზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი ვიხილოთ.
გავრცელებული ინფორმაციით, მარტინ სკორსეზე XX-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის ცხოვრებასა და მუსიკალურ კარიერას ეკრანებზე, ლეონარდო დიკაპრიოს სახით გააცოცხლებს.
მოარული ხმების თანახმად, კინოსურათში ჯენიფერ ლოურენსიც გამოჩნდება, რომელიც The Voice-ის მეორე მეუღლეს, ავა გარდნერს განასახიერებს.
ცნობისთვის, პლანეტის ორი უდიდესი ვარსკვლავის გზები პირველად, 2021 წელს, Don’t Look Up-ის გადასაღებ მოედანზე გადაიკვეთა.
აღსანიშნავია, რომ საკულტო რეჟისორი ასევე იესოთია დაინტერესებული, რომელიც სესაკუ ენდოს 1973 წლის წიგნს – ,,იესოს ცხოვრება” დაეფუძნება. პროექტისთვის, 81 წლის ფილმმეიკერი ენდრიუ გარფილდთან და მაილს ტელერთან გაერთიანებას გეგმავს, თუმცა უცნობია რა როლებს შეასრულებენ ისინი.