ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონეს 3 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს. არადა ყველას ეგონა, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მარტოხელა მამაკაცი ბოლოს და ბოლოს გადადგამდა სერიოზულ ნაბიჯს და იქორწინებდა. ინსაიდერები აქტიურად საუბრობდნენ მიზეზზეც.
„ლეო კამილას მას შემდეგ დაშორდა, რაც მოდელი და დამწყები მსახიობი 25 წლის შესრულდა, მოგეხსენებათ, დიკაპრიოს უჭირს 20 წელზე უფროს გოგონებთან ერთად საერთო ენის გამონახვა“, – წერენ ტაბლოიდები.
ცხადია, ეს მათი განშორების ჭეშმარიტი მიზეზი არ იქნება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: 47 წლის ლეონარდო დიკაპრიოსა და 24 წლის კამილა მორონეს საჯარო გარჩევები ნიუ-იორკის ქუჩებში