ლეონარდო დიკაპრიო შეყვარებულთან, კამილა მორონესთან ერთად კანის კინოფესტივალზე იმყოფება. ჩვენებებს შორის წყვილი დროს სანაპიროზე სეირნობით ირთობს. პაპარაცების ობიექტივში მოხვდა კადრები, როგორ სეირნობენ 44 წლის ლეო და 21 წლის კამილა სანაპიროზე და როგორ უღებს ფოტოებს დიკაპრიო შეყვარებულს.
კამილა მორონე თეთრ ჰაეროვან კაბაშია გამოწყობილი. ის ბევრს პოზირებს, ლეონარდო დიკაპრიო კი მას ყველგან ფოტოაპარატით დასდევს. .