ლეონარდო დიკაპრიოსა და მისი 21 წლის რჩეულის, კამილა მორონეს ურთიერთობა უჩველოდ დიდხანს გაგრძელდა. ამჯერად ფოტოგრაფებმა შეყვარებულები ლოს-ანჯელესში შოპინგისას გამოიჭირეს. აღმოჩნდა, რომ 44 წლის ლეო შეყვარებულთან ერთად ახალი სახლისთვის ავეჯს არჩევს. თვითმხილველების თქმით, წყვილი საკმაოდ დიდხანს არჩევდა ინტერიერისთვის ავეჯს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში. ამან კი მედიაში გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი წყვილის შესაძლო ქორწინებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ დიკაპრიოსა და მორონეს ოფიციალურად რომანზე არასოდეს უსაუბრიათ, ისინი უკვე წელიწადზე მეტია ერთად არიან.