როგორც იცით, ლეონარდო დიკაპრიო და მისი შეყვარებული, კამილა მორონე კარიბის ზღვის სანაპიროზე ისვენებენ.
ფოტო: მოსუქებული ლეონარდო დიკაპრიო 22 წლის შეყვარებულთან ერთად კარიბის ზღვის სანაპიროზე ისვენებს
45 წლის ლეონარდო დიკაპრიო ,,ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალამდე ძალებს იკრებს და 22 წლის შეყვარებულთან, კამილა მორონესთან ერთად კარიბის ზღვაზე, სენ-ბართელმის კუნძულზე ისვენებს.
ახლა ლეო რელურ ცხოვრებაშიც გმირია – სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ „ტიტანიკის“ ვარსკვლავმა კარიბის ზღვაში, არაფხიზელ მდგომაროებაში მყოფი, 24 წლის მამაკაცი გადაარჩინა, რომელმაც ზღვაში 11 საათი გაატარა.
ლეო მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად იახტით სეირნობდა და უეცრად, ახლოს მყოფი გემის კაპიტნისგან სიგნალი მიიღო. როგორც ირკვევა, 24 წლის მამაკაცი, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის ბორტს მიღმა გადავარდა. ახლოს მხოლოდ ლეოს იახტა იმყოფებოდა, ლეოც არ დაიბნა და ის გააკეთა, რასაც მისგან მთელი კაცობრიობა 1997 წლიდან (ტიტანიკის გამოსვლის წელი) ელოდა. დიკაპრიო წყალში ჩახტა და მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა.
