ლეონარდო დიკაპრიოს გერლფრენდი, კამილა მორონე სამოდელო კარიერაზე უარს არ ამბობს და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო კამპანიებში. ამჯერად, ,,ოსკაროსანი” მსახიობის მეგობარი გოგონა Ramy Brook-ის ფოტოსესიაში გამოჩნდა.

საიმიჯო ფოტოებზე 24 წლის მოდელმა ლეიბლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ფერადი და დახვეწილი ლუქები, ელეგანტური სტილის მოყვარული ქალბატონებისთვის მოირგო.



საინტერესოა, რომ ერთ-ერთი სურათის გადაღებისას კადრი მიქელანჯელო ანტონიონის 1966 წლის კინოსურათიდან ,,ფოტოგადიდება” (Blowup) გაიმეორეს.


