კანადამ უკრაინაში პირველი საბრძოლო ტანკი Leopard 2 გაგზავნა.
ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ის აღნიშნავს, „კანადა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას“.
„დღეს, კანადის საჰაერო ძალების თვითმფრინავი გაფრინდა, რომელსაც მიაქვს პირველი Leopard 2 – საბრძოლო ტანკი, რომელსაც კანადა უკრაინაში აგზავნის…
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც სჭირდებათ გამარჯვებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას კანადამ პირობა დადო, რომ უკრაინას Leopard 2-ის 4 ტანკს მიაწვდის.