26 წლის მოდელთან, კელი რორბახთან დაშორების შემდეგ სულ რაღაც 3 თვე გავიდა, ლეონარდო დიკაპრიო კი უკვე ახალ გოგონასთან ერთად დააფიქსირეს. 46 წლის მსახიობი მასთან ერთად რესტორან Nobu-დან გამოვიდა, წყვილი ლეოს ავტომანქანაში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ.
ლეოც და მისი მეგობარი გოგონაც ცდილობდნენ, ჟურნალისტებისგან თავი დაეძვრინათ – დიკაპრიოს კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული, გოგონას კი – შავი სათვალე ეკეთა იმის მიუხედავად, რომ ღამე იყო.
უცნობი გოგონას სახე პაპარაცებს ძალიან ეცნოთ, თუმცა მისი ვინაობა ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გოგონა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.