ცნობილი ქართველი რეპერი ლექს-სენი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ერს თვითგადარჩენის, კრიზისიდან გამოსვლის სურვილი და უნარი აღარ აქვს, ეს კარგად დაინახა მიშამ, კაცმა თავის თავზე აიღო, მართლა თავის გაწირვასავით გამოდის, ჩამოვიდა იმიტომ, რომ ერი და ქვეყანა გადაარჩინოს და იხსნას…
ჩვენ 10 წელი არ აღმოგვაჩნდა ამის უნარი, ამ მედროვეების გამო რომ ვართ ამ დღეში.
მაგალითია გმირობის, გამოღვიძების და გამოფხიზლების.
შემართებაც რა მაგარია, როგორი ვაჟკაცური შემართებაა, ვაჟკაცობის და გმირობის მაგალითსაც გვაჩვენებს, როგორ არ უნდა დავძაბუნდეთ და პირიქით გაერთიანების, გმირობის სიმბოლო გახდა, მომავლის იმედის სიმბოლო გახდა.“-აღნიშნა ლექს-სენმა „ტვ პირველის“ ეთერში.