LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლექს-სენს პანიკურ შეტევებთან გამკლავება უწევს: „ახლაც მქონდა და რამდენიმე დღეა, რაც გამოვედი მდგომარეობიდან…“

553
ლექს-სენი

ლექს-სენი ჯანმრთელობის პრობლემაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. მას პანიკური შეტევები აქვს, რომელთან გამკლავებაც უწევს:

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე რთული ცხოვრება მაშინაა, როცა ჯანმრთელობის პრობლემებს ეჯახები. როცა ამ მხრივ არასტაბილური მდგომარეობა გაქვს, ეს ყველაზე ცუდია, ყველაფერში გიშლის ხელს. ჩემს შემთხვევაში პანიკური შეტევები იყო პრობლემა. ეს გემართება და არასდროს გადის. სულ მკურნალობა სჭირდება. ერთხელ რომ დაგემართება, უნდა იცოდე, რომ მომავალში მუდმივად ყურადღებით უნდა იყო. ახლაც მქონდა და რამდენიმე დღეა, რაც გამოვედი მდგომარეობიდან. გადაღლა, ემოციური ფონი, ბევრი ფაქტორია, რომელიც მასზე მოქმედებს და მერე უკვე ავადმყოფობამდე მიდიხარ. ერთი პერიოდი ძალიან კრიზისული იყო, საბედნიეროდ, გადავლახე და ამის შემდეგ ეს მდგომარეობა სტაბილურად უნდა მართო…“

ვიდეო: „ლექსო ძალიან ცივი ადამიანია…რთული ხასიათი აქვს”- ლექს-სენის მეუღლე, ტატიანა ბურია

რაზე ვერ ეუბნება უარს ცოლს ლექს-სენი: „ხშირად კონფლიქტიცაა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები