LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლესტერის ფანმა 100 ათასიანი ფსონი გააუქმა და 29 ათასი აიღო

82

გულშემატკივარი, რომელმაც „ლესტერის“ ჩემპიონობაზე დადო, 29 ათასი ფუნტის აღებას დათანხმდა, თუმცა შეეძლო 100 ათასიც მოეგო.

ჯონ პრაიკი „მელიების“ ჩემპიონობაზე ფსონს გართობის მიზნით ჩამოვიდა.

სეზონის დაწყებამდე 59 წლის გულშემატკივარმა 20 ფუნტ სტერლინგი დადო კოეფიციენტით 500.1. წარმატების შემთხვევაში პრაიკს შეეძლო 100 ათასი ფუნტი მიეღო, მაგრამ საბუქმეკერო კანტორასთან გარიგებაზე წავიდა. თავიდან მას 16 ათასი შეთავაზეს, მაგრამ 28-ე ტურში „ტოტენჰემისა“ და „არსენალის“ წაგებების შემდეგ 29 ათასი შეთავაზეს და პრაიკიც დათანხმდა, რომელიც ახლა უკვე მშვიდად აპირებს ჩემპიონატის ფინიშს უყუროს, მერკანტილური ინტერესები მოიშოროს და ფეხბურთით დატკბეს.

ინგლისის პრემიერლიგაში „ლესტერის“ ჩემპიონობის შემთხვევაში საბუქმეკერო კანტორები დიდ ზარალზე წავლენ. მაგალითად, როგორც ამბობენ, Sky Bet 5.5 მილიონ ფუნტს დაკარგავს.

„ლესტერი“ 1884 წელს დაარსდა და ქვეყნის ჩემპიონი არასოდეს ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები