LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის მოგების ფავორიტები: ბუქმეკერები საქმეს უკვე შეუდგნენ

90
2019-11-17t215326z-1968519757-rc29dd9qf7sz-rtrmadp-3-soccer-euro-alb-fra-report

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი კი სრულდება, მაგრამ დასკვნითი ეტაპის ყველა მონაწილე ჯერ გარკვეული არ არის. ბევრი მათგანი ცნობილია და ბუნებრივია კარგი გუნდები გავიდნენ, თუმცა არის ერთი დებიუტანტიც – ფინეთმა მშვენივრად ითამაშა შესარჩევში და 33 მცდელობის შემდეგ პირველად მოხვდა ევროპის პირველობაზე. ევროს კიდევ ერთი დებიუტანტი აუცილებლად ეყოლება და იმედი ვიქონიოთ ეს საქართველო იქნება. ერთა ლიგის ჩვენი ოთხეულიდან ხომ ჯერ არავის უთამაშია მთავარ ტურნირზე.

ბუქმეკერებმა კი მოცდა არ დაიწყეს და იმ გუნდებს შორის, ვინც უკვე გაინაღდეს საგზური, ფავორიტები გამოარჩიეს და კოეფიციენტებიც მიუწერეს. ეს ციფრები ტურნირის დაწყებამდე ალბათ შეიცვლება, მაგრამ ახლა ხომ ასეა.

1. საფრანგეთი – 4.00 (23%)

2. ინგლისი – 5.00 (28%)

3. ბელგია – 7.00 (15%)

4. ნიდერლანდები – 7.00 (13%)

5. ესპანეთი – 8.00 (12%)

6. გერმანია – 9.00 (10%)

7. პორტუგალია – 10.00 (7%)

8. იტალია – 12.00 (6%)

9. ხორვატია – 25.00 (3%)

10. რუსეთი – 66.00 (2%)

11-13. უკრაინა – 80.00 (1%)

11-13. პოლონეთი – 80.00 (1%)

11-13. შვეიცარია – 80.00 (1%)

დანარჩენების კოეფიციენტები იმდენად მაღალია, რომ თქმაც არ ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები