LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბერძენიშვილი: ივანიშვილს განსხვავებული აზრის მოსმენა მოჰბეზრდა

236
t600

„ქართული ოცნების“ ყველაზე მძიმე შეცდომა ის არის, რომ მან დააპირა იყოს ერთადერთი პარტია… ანუ მან მოიპოვა, იბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში არ ყოფილიყო არანაირი პლურალიზმი,”-ეს განცხადება რუსთაველის გამზირზე, „სირცხვილიას“ მე-7 გადაცემაში სტუმრობის დროს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა.

ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ყველაზე მძიმე შეცდომას წარმოადგენს „მისწრაფება ერთპარტიულობისკენ“.

„ქართული ოცნების“ ყველაზე მძიმე შეცდომა ის არის, რომ მან დააპირა იყოს ერთადერთი პარტია… ანუ მან მოიპოვა, იბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში არ ყოფილიყო არანაირი პლურალიზმი. პირველი და ძირითადი შეცდომა მათი არის მისწრაფება ერთპარტიულობისკენ, რამაც გამოიწვია ყველა დანარჩენი დანაშაული…

როდესაც გაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა და გყავს არაკვალიფიციური ხალხი, აუცილებლად დაუშვებ შეცდომებს და მერე ჩაიდენ დანაშაულს… ასე რომ, მე ვთვლი, მათი პირველი შეცდომა, დანაშაული იყო დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ მრავალპარტიული კოალიციის შექმნის იმედით დათანხმდნენ „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკურ თანამშრომლობას 2012 წელს; თუმცა ივანიშვილს განსხვავებული აზრის მოსმენა მობეზრდა.

„2012-2014 წლები ჩვენთვის იყო ნაყოფიერი წლები კოალიციური თანამშრომლობისა. საქმემ გაფუჭება დაიწყო ძირითადად 2014 წლის შემდეგ. გარდამტეხი მომენტი იყო, როდესაც (ბიძინა ივანიშვილმა) დაინახა, რომ ჩვენთან კამათი უწევდა ყველაფერზე და გადაწყვიტა ერთპარტიული სისტემა აეშენებინა, რამაც გამოიწვია ჩვენი ნელ-ნელა გაწევა, ჩამოშორება… დაიწყო ბრძოლა ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ, დაიწყო ბრძოლა რესპუბლიკელების წინააღმდეგ… დაიწყო საერთოდ მრავალხმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა…

გამოჩნდნენ მონები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მარტო ისაა სწორი, რასაც ბიძინა იტყვის და საერთოდ, მობეზრდა მას ჩვენთან კამათი… რადგან პოლიტსაბჭოზე იყო ხოლმე ისეთი კამათი, ბიძინა რომ არ არის მიჩვეული … ჩვენ ვკამათობდით… და განსაკუთრებით ჩემი ძმა, დავით ბერძენიშვილი, პირდაპირ სისხლს უშრობდა და მაშინ მოიფიქრა, რომ არ არის საჭირო მრავალპარტიულობა და არ არის საჭირო თანამშრომლობა მით უმეტეს ყოფილ ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა გადაცემაში „სირცხვილია“.

https://www.facebook.com/TeamForFreedom/videos/1268432703316939/UzpfSTEyNjc2ODEyNDQ6MzA2MDYxMTI5NDk5NDE0OjEwOjA6MTU2NDY0Mjc5OTotMzUzOTA5NDAwMTkyMTk1NzYyMQ/

რუსთაველის გამზირზე აქციების 41-ე დღეს ქართული ოცნების”  სირცხვილზე მსჯელობენ. ორგანიზატორებმა ადილზე ბანერები მიიტანეს, სადაც “ოცნების” 41 შეცდომაა ჩამოწერილი.

41 სირცხვილის“ ჩამონათვალშია მაჩალიკაშვილის, სარალიძის, ია კერზაიას საქმე, გავრილოვის ღამე, შეტევა ანაკლიის პორტზე, პირადი ცხოვრებით შანტაჟი, საყდრისის საკითხი, მარიონეტები სასამართლოში, ძალადობრივი ჯგუფების წახალისება და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g