„რესპუბლიკური პარტია“ დღეს უკვე მეორე წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა დატოვა.
როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, ის არ ეთანხმება პარტიის კურსს, კერძოდ, საპარლამენტო ფრაქციის შექმნას.
თამარ კორძაიამ რესპუბლიკური პარტია დატოვა
მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილების. წარმატებებს ვუსურვებ- წერს კორძაია.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან მეცნიერებაში მიდის.
“რესპუბლიკური პარტიის” ორი წევრი — ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია — პარლამენტში ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ. ხათუნა სამნიძე, “სტრატეგია აღმაშენებელთან” და სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად 3 ივნისს ახალ ფრაქციაში “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” გაერთიანდა.
თამარ კორძაიამ პარტიიდან წასვლის მიზეზად დაასახელა, რომ მისი ოპოზიციური პარტიებთან თანამშრომლობა “რესპუბლიკური პარტიის” ორ წევრს უფრაქციოდ, დამოუკიდებლად საქმიანობით უნდა გაეგრძელებინა.