LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას განიხილავს

141
ლევან

მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არაერთ საკითხთან ერთად ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებულ შეხევდრებზე საქართველოს მიერ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება დადებითად არაერთხელ შეფასდა, რის საფუძველზეც ჩინეთი უკვე გამოთქვამს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილივისადმი მზაობას.

შეგახსენებთ, საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან აამოქმედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g