LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლევან დოთიაშვილს სახის არეში აღენიშნება დაზიანება, რომელიც, როგორც თავად განგვიმარტა, უკანონო დაკავების დროს მიიღო“ – ირაკლი ანთაძე

194
ფორტუნა (18)

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია. როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე აცხადებს, დოთიაშვილს სახის არეში აღენიშნება დაზიანება:

„რამდენიმე წუთის წინ გადმოვიყვანეთ ლევან დოთიაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და, როგორც მან განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს. რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს, ბატონი ლევანი გახლავთ ამ მკვლელობის თვითმხილველი, იგი იქნება გამოკითხული მოწმის სტატუსით. როგორც მან განაცხადა, ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ფიზიკური დაზიანება კი დაკავების დროს მიიღო,“ – აცხადებს ირაკლი ანთაძე.

სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია – სუს-ი

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.  მოკლული თამაზ გინტურია, ხოლო გატაცებული – ლევან დოთიაშვილი.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ 

„დამიბრუნონ, მეტს არაფერს ვითხოვ.. პატარა შვილები ელოდებიან სახლში“ – ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ცოლი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g