LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამიბრუნონ, მეტს არაფერს ვითხოვ.. პატარა შვილები ელოდებიან სახლში“ – ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ცოლი

169
Untitled design (32)

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ცოლი, სოფიო ანდრიაძე ითხოვს, რომ მისი ქმარი სახლში დააბრუნონ.

ის ამბობს, რომ არაფერი იცის დოთიაშვილის ჯანმრთელობის შესახებ.

„ბაზრიდან ახალი მოსული იყო, დაღლილი, დაქანცული, საშინაო ფორმით არის წასული… დამიბრუნონ მშვიდობიანად, მეტს არაფერს ვითხოვ.. თავისი პატარა შვილები ელოდებიან სახლში.

ის არის ჩვენი შემომტანი, გამტანიც და ყველაფერი. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. არაფერი ვიცი ჯანმრთელობის შესახებ. ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, დამიბრუნონ ჯანმრთელი,“– ამბობს გატაცებულის მეუღლე.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

კირბალიდან გატაცებული ლევან დოთიაშვილის ცოლის პირველი კომენტარი

? „დამიბრუნონ, მეტს არაფერს ვითხოვ. თავისი პატარა შვილები ელოდებიან სახლში,“ — ოკუპანტების მიერ კირბალიდან გატაცებული ლევან დოთიაშვილის ცოლი, სოფიო ანდრიაძე

Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 09 ნოემბერი, 2023

მოკლული თამაზ გინტურია, ხოლო გატაცებული – ლევან დოთიაშვილი.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ 

 

პოპულალურები