LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იოსელიანი: დავეხმარები პროცესს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე იყოს სრულფასოვანი მონიტორინგი, ამას თუ სჭირდება დამატებითი მედიკოსების ჯგუფი, არც ამის შექმნაზე ვიტყვი უარს

158
ლევან იოსელიანი

ყველანაირად დავეხმარები პროცესს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იყოს სრულფასოვანი მონიტორინგი როგორც ჩვენი, ისე მათი წარმომადგენლების მხრიდან. ამას თუ სჭირდება დამატებითი მედიკოსების ჯგუფი, არც ამის შექმნაზე ვიტყვი უარს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, სპეციალური ჯგუფის შექმნას თავისი პროცედურა აქვს და ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს.

„ჩვენ საია-მ მოგვმართა, შევქმნათ სპეციალური ჯგუფი, მხარემ წარმოგვიდგინა კანდიდატები. დღეს შემოვიდა და დარეგისტრირდა ეს განცხადება. დავიწყეთ პროცედურა და უახლოეს დღეებში საზოგადოებას ვაცნობებთ შედეგებს, რადგან ამას აქვს თავისი პროცედურა. ფორმალურად უნდა შემოწმდეს წარმოდგენილი ადამიანების კვალიფიკაცია და ასე შემდეგ. მე განვაცხადე, რომ, რა თქმა უნდა, ყველანაირად დავეხმარები პროცესს, რომ ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იყოს სრულფასოვანი მონიტორინგი როგორც ჩვენი მხრიდან, ისე მათი წარმომადგენლების მხრიდან. ამას თუ სჭირდება დამატებითი მედიკოსების ჯგუფი, არც ამის შექმნაზე ვიტყვი უარს. უბრალოდ, ამას აქვს თავისი პროცედურა, რომელსაც გადის“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g