LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იოსელიანი: ვაპირებ შევხვდე კონსილიუმის წევრებს, ასევე მის ოჯახს – მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად მოვინახულებ მასაც

225
Untitled design (5)

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სურვილის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე შექმნილ კონსილიუმის წევრებთან, ასევე სააკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას გეგმავს.

„მე ვაპირებ შევხვდე კონსილიუმის წევრებს, ვაპირებ შევხვდე მიხეილ სააკაშვილის ოჯახს და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად მოვინახულებ მასაც. ჯერ მე არავის შევხვედრივარ, სულ რამდენიმე დღეა, რაც დავიწყე საქმიანობა და აუცილებლად ამ ყველაფერს გავაკეთებ.

რაც შეეხება ყველა დასკვნასა და დოკუმენტს, რაც სახალხო დამცველის მიერ იქნა მომზადებული, მე მინდა დავამშვიდო ყველა, რომ არ ვაპირებ რაღაცების გამოთხოვას ან რაღაცებზე უარის თქმას. ყველა დოკუმენტი, რომელიც მომზადებულ იქნა ჩემი წინამორბედის მიერ, იქნება ძალაში“,- განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g